LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთაწმინდის პარკთან ისრაელის მოქალაქეზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

30

მთაწმინდის პარკთან ისრაელის მოქალაქეზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე ორი პირი დააკავეს. 1997 წელს დაბადებული მ.ზ. და 1998 წელს დაბადებული ვ.ქ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რუსთავში დააკავეს.უწყების ცნობით, ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ისრაელის მოქალაქეს მთაწმინდის პარკში ამავალ საფეხმავლო ბილიკზე, მისთვის უცნობმა ორმა პირმა იარაღის მუქარით 200 აშშ დოლარი და 800 ლარი გასტაცა, რის შემდეგაც თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები