LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთაწმინდის საბაგიროს რეაბილიტაცია კვლავ არ დაწყებულა

344

თბილისში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მიმდებარე ტერიტორიაზე, საბაგირო გზის ძველი სადგურის შენობიდან მთაწმინდის პარკის მიმართულებით ახალი საბაგიროს მოწყობა იგეგმება.

გეგმით, აგვისტოში სამშენებლო სამუშაოები უნდა დაწყებულიყო, თუმცა პროექტირებაზე მუშაობა ვადების მიხედვით არ დასრულებულა.

როგორც “ფორტუნას” სატრანსპორტო კომპანიიდან აცნობეს, ძველი სადგურის რეაბილიტაციის პროექტზე კვლავ მუშაობა მიმდინარეობს და უცნობია როდის დაიწყება პროექტის განხორციელება.

“ამ ეტაპზე ჯერ კიდევ საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. ჯერ უცნობია, როდის დასრულდება პროექტირება და დაიწყება სამშენებლო სამუშაოები”, – განაცხადეს სატრანსპორტო კომპანიაში.

პროექტი 8 MGD ტიპის (მონოგონდოლა) საბაგიროს მონტაჟს ითვალისწინებს. საბაგირო გზა კი დაახლოებით 980 მეტრი იქნება.

საბაგიროს სრული დატვირთვის მუშაობის შემთხვევაში საათში 1100 კაცის გადაყვანა შეეძლება. მგზავრობა კი სულ 4 წუთს გასტანს.

საბაგიროს ძირითადი ნაწილი უკვე დამზადებულია და ავსტრიაშია დასაწყობებული, საქართველოში მისი ტრანსპორტირება გარკვეული მოდიფიკაციების შემდეგ მოხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები