LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთელი ცხოვრება მზად ვიყავი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისთვის – დონალდ ტრამპი

31

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მთელი ცხოვრება მზად იყო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისთვის. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა მონტანას შტატში თავის მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ამბობენ, იქნება თუ არა პრეზიდენტი ტრამპი მზად ამ შეხვედრისთვის? რომ პრეზიდენტი პუტინი „კგბ“-დანაა და ა.შ. ვიქნები თუ არა მზად? სრულიად მზად ვარ. მთელი ჩემი ცხოვრება მზად ვიყავი ამ შეხვედრისთვის,“ – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას გეგმავს. მისივე თქმით, მოსკოვში ერჩივნათ 2016 წლის არჩევნებზე ჰილარი კლინტონს გაემარჯვა.

„რუსეთში ალბათ ამბობენ: თუ ჩვენ მართლა მოგვწონს ეს ბიჭი, მაშინ დიდი შეცდომა დავუშვით, სჯობს ჰილარი კლინტონს გაემარჯვა,“ – დასძინა მან.

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დღეს, 16 ივლისს, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები