LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთელი ძველი ხორვატია ფინალზე იქნება

111

ხორვატიის საფეხბურთო კავშირმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე 1998 წლის ნაკრების ყველა ფეხბურთელი დაპატიჟა.

20 წლის წინ, ნახევარფინალში მასპინძელმა საფრანგეთმა ხორვატიას 2:1 მოუგო და მერე ჩემპიონიც გახდა. ხორვატები კი მაშინ მესამე ადგილზე გავიდნენ. მათი ლიდერი დავორ შუკერი კი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, რომელიც დღეს ფედერაციის პრეზიდენტია.

გაგახსენებთ, რომ მიროსლავ ბლაჟევიჩის იმ მშვენიერ გუნდში ისეთი ფეხბურთელები გამოდიოდნენ, როგორებიც არიან იგორ შტიმაცი, სლავენ ბილიჩი, ალიოშა ასანოვიჩი, რობერტ პროსინეჩკი, ზვონიმირ ბობანი, რობერტ იარნი, გორან ვლაოვიჩი, დარიო შიმიჩი, ხსენებული დავორ შუკერი და სხვები.

ფინალი კვირას, 15 ივლისს, მოსკოვში გაიმართება.

მატჩს დაესწრება ხორვატიის პრეზიდენტიც, რომელსაც ბრიუსელში ნატოს სამიტზე წასვლა მოუხდა.

ფინალზე იქნება საფრანგეთის პირველი კაციც. მეტიც, მაკრონმა ფინალზე კოშელნი და პაიე დაპატიჟა, რომლებიც ტურნირზე ტრავმების გამო ვერ მოხვდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები