LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთელი რეალი სიმბოლურია: ფეხბურთელების შერჩეული ფეხბურთელები

86

პროფესიონალი ფეხბურთელების საერთაშორისო ასოციაციამ (FIFPro) 25 ათას ფეხბურთელს შორის გამოკითხვა ჩაატარა და 2017 წლის სიმბოლურ გუნდში მოხვედრის კანდიდატები შეარჩია. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი ფეხბურთელი მადრიდის “რეალიდანაა“ (13). სიაში 9 ესპანელი და 7-7 ფრანგი და ბრაზილიელი მოთამაშეა.

მეკარეები: ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი“), დავიდ დე ხეა (“მანჩესტერ იუნაიტედი“), კეილორ ნავასი (“რეალი“), მანუელ ნოიერი (“ბაიერნი“), იან ობლაკი (“ატლეტიკო“)

მცველები: დავიდ ალაბა, ჟერომ ბოატენგი, მატს ჰუმელსი, ფილიპ ლამი (ყველა “ბაიერნი“), ხორდი ალბა, ხავიერ მასკერანო, ჟერარ პიკე, სამუელ უმტიტი (ყველა “ბარსელონა“), ტიაგო სილვა (პსჟ), დანი ალვეში (“იუვენტუსი“/პსჟ), ლეონარდო ბონუჩი (“იუვენტუსი“/“მილანი“), ჯორჯო კიელინი (“იუვენტუსი“), დანიელ კარვახალი, მარსელო, სერხიო რამოსი, რაფაელ ვარანი (ყველა “რეალიდან“), პეპე (“რეალი“/ბეშიქთაში“), დიეგო გოდინი (“ატლეტიკო“), დავიდ ლუისი (“ჩელსი“), ანტონიო ვალენსია (“მანჩესტერ იუნაიტედი“)

ნახევარმცველები: ტიაგო ალკანტარა, არტურო ვიდალი (ორივე “ბაიერნინ“), სერხი ბუსკეტსი, ანდრეს ინიესტა (ორივე “ბარსელონა“), კაზემირო, ისკო, ტონი კროოსი, ლუკა მოდრიჩი (ყველა “რეალი“), ფილიპე კოუტინიო (“ლივერპული“), ედენ აზარი, ნგოლო კანტე (ორივე “ჩელსი“), ნემანია მატიჩი (“ჩელსი“/“მანჩესტერ იუნაიტედი“), პოლ პოგბა (“მანჩესტერ იუნაიტედი“), მესუთ იოზილი (“არსენალი“), მარკო ვერატი (პსჟ)

თავდამსხმელები: გარეთ ბეილი, კარიმ ბენზემა, კრიშტიანუ რონალდუ (ყველა “რეალიდან“), ედინსონ კავანი (პსჟ), კილიან მბაპე (“მონაკო“/პსჟ), ნეიმარი (“ბარსელონა“/პსჟ), ლიონელ მესი, ლუის სუარესი (ორივე “ბარსელონა“), ანტუან გრიზმანი (“ატლეტიკო“), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“მანჩესტერ იუნაიტედი“), რუმელუ ლუკაკუ (“ევერტონი“/“მანჩესტერ იუნაიტედი“), ჰარი კეინი (“ტოტენჰემი“), პაულო დიბალა (“იუვენტუსი“), რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი“), ალექსის სანჩესი (“არსენალი“)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები