LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთელი სამთავრობო მანქანაა მომართული, რომ ლევან ყიფიანი გაამართლონ – ნატო ჩხეიძე

92

მთელი სამთავრობო მანქანა მომართულია იმისთვის, რომ ლევან ყიფიანი გაამართლონ,- ამის შესახებ „ომეგას“ დამფუძნებელმა, დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც ჩვენებას მოსამართლის თანდასწრებით მისცემს.

„ეს არც იყო გასაკვირი. ამიტომაც იყო, რომ არ ვენდობოდით საქართველოს პროკურატურას და მასთან დაკავშირებულ სტრუქტურებს. გავა ხანი, არც თუ ისე დიდი დრო და ლონდონის სასამართლო გადაწყვეტილებით გამოჩნდება ის, თუ რა ჩრდილოვანი მმართველობაა საქართველოში,“- აღნიშნა ჩხეიძემ.

მისივე თქმით, ზაზა ოქუაშვილი მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნის შედეგად, „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებულ საკითხზე გავრცელებული ჩანაწერები ავთენტური არ არის და დამზადებულია მონტაჟის გზით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები