LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის ჯარის მობილიზება მიმდინარეობს

100

მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანი ჯარისა და სამხედრო აღჭურვილობის მობილიზებას ახდენს. სომხური გამოცემა News.am-ის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, აზერბაიჯანელი სამხედროების გადაადგილება შეხების ხაზის რამდენიმე მიმართულებით შეინიშნება.

პარალელურად ცნობილი ხდება, რომ მთიან ყარაბაღში სომხეთის პრეზიდენტი, არმენ სარგსიანი გაემგზავრა.

ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაზე მსჯელობენ ერევანში. სომხეთის პრმეიერმინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები მიიღეს. სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, აზერბაიჯანის მხრიდან არსებული პროვოკაციები ოფიციალური ბაქოს სამშვიდობო განზრახვებს საეჭვოს ხდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები