LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთიან ყარაბაღში სიტუაციის დეესკალაციისთვის საქართველო მაქსიმუმს გააკეთებს

41

საქართველო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაპირისპირების დეესკალაციისთვის შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმუმს გააკეთებს, ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა.

,,ძალიან მძიმეა, ძალიან ცუდია ის, რაც ჩვენს სამეზობლოში ხდება. რამდენიმე დღეა მიმდინარეობს შეტაკებები. მე ვფიქრობ, საერთაშორისო თანამეგობრობამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოვახდინოთ დეესკალაცია იქ არსებული სიტუაციის. საქართველოს რაც შეეხება, როგორც ორივე ქვეყნის მეზობელი ქვეყანა, ყველაფერს გავაკეთებთ, რა შესაძლებლობებიც გაგვაჩნია, იმის მაქსიმუმს”‘, – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები