LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთის ფერდობზე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის მსგავსი ბოთლი აღმოაჩნეს (ფოტოები)

124

მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” დამფუძნებელი დავით ქაცარავა წერს, რომ ოთხკაციანმა ჯგუფმა, სოფელ დაბას შესასვლელთან, ერთერთუ მთის ფერდობის ბოლო მაღლობზე აღმოაჩინა ბოთლი, რომელიც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილს ძალიან ჰგავს.

როგორც ქაცარავა წერს, დამსხვრეული ბოთლის ყელში, დამწვარი ნაჭერი იყო ჩარჩენილი.

“არაფერს არ ვამტკიცებთ! მხოლოდ ფაქტებს ვასაჯაროებ! – დღეს სამაშველო სამუშაოების ჩატარების დროს, ჩვენმა ოთხკაციანმა ჯგუფმა, სოფელ დაბას შესასვლელთან მარცხენა, ერთ-ერთი მთის ფერდობის ბოლო მაღლობზე აღმოაჩინა აი ეს ბოთლი, რომელიც ძალიან წააგავდა ე.წ. “მოლოტოვის კოქტეილს” რაც გვაფიქრებინა იმან, რომ დამსხვრეული ბოთლის ყელში იყო დამწვარი ნაჭერი ჩარჩენილი, თავად ბოთლი კი საწვავის სუნით იყო გაჟღენთილი, მიუხედავად გადამწვარი ტყის ფერფლის მზაფრი სუნისა, რომელიც გარშემო ტრიალებდა და ფოტოზე ჩანს, ხეზე მიმსხვრეული, რაც ძალიან ადვილად აალებად “მოლოტოვის კოქტეილს” აამუშავებდა! ვიმეორებ: – არ ვამტკიცებთ, რომ ეს დივერსიული აქტია, ვამბობთ, რომ ეს, მხოლოდ ჩვენი ვარაუდია!”, – წერს დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში და ნაპოვნი ბოთლის ნამსხვრევების ფოტოებსაც ასაჯაროვებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები