LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მტკიცებულებების გარეშე ბრალს მდებენ რასიზმსა და ქსენოფობიაში – ზურაბიშვილი NGO-ებს პასუხობს

69

“დღევანდელ მსოფლიოში არასამთავრობოები ქალების დასაცავად უფრო ძლიერად გამოდიან, აქ ეს არ ხდება, პირიქით ხდება, რომ ჩემი დამახინჯებული და კონტექსტიდან ამოვარდნილი სიტყვებით ილაშქრებენ ჩემ წინააღმდეგ, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა  რუსთაველის თეატრში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მის წინააღმდეგ “არანაირი მტკიცებულების საფუძველზე გაილაშქრეს” არასამთავრობოებმა, რომელთაც “სიძულვილის ლექსიკის დასაგმობად სიტყვა არ დაუძრავთ”.

“დღევანდელ მსოფლიოში არასამთავრობოები ქალების დასაცავად უფრო ძლიერად გამოდიან. აქ ეს არ ხდება, პირიქით ხდება, რომ ჩემი დამახინჯებული და კონტექსტიდან ამოღებული სიტყვების საფუძველზე გამოილაშქრეს და ბრალს მდებენ რასიზმსა და ქსენოფობიაში, რაც არის ძალიან დიდი ბრალდება. ეს ხუმრობა არ არის და რომ დამთავრდება არჩევნები, მე მგონი, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, არა მხოლოდ ჩემთვის, მე არ ვარ ერთადერთი მოქალაქე, რომელმაც გაიარა ეს მძიმე მდგომარეობა, არამედ უნდა ვიფიქროთ როგორ სამართლებრივად, კანონმდებლობის კუთხით გამოვასწოროთ არათანასწორი სიტუაცია. არ შეიძლება, ასე გაგრძელდეს. ეს კიდევ უფრო სამწუხაროა– განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა ოპონენტების კრიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპონენტების მხრიდან დისკუსიის მაგივრად არის მოღალატის ძახილი.

„დღეს თურმე ქსენოფობი ვარ, რასისტი, გუშინ ვიყავი კათოლიკე და კიდევ არ ვიცი რა და ეს ყველაფერი თურმე არის რაღაცა ლანძრვა-გინების ფორმა, რომელიც მე ნაკლებად მესმის. ეს არ არის თემატური დისკუსია და არც ომის საკითხზე, რადგან მე წერილობითაც გამოვაქვეყნე ჩემი პოზიცია, რათა  ნათელი ყოფილიყო და ამაზე არანაირი დისკუსია არ არის. დისკუსიის მაგივრად არის ძახილი მოღალატე, მოღალატე. ვინ არის მოღალატე, ეს საკითხი ერთ დღეს გაირკვევა ამ ქვეყანაში, რადგან ისტორიის გარეშე და ისტორიის ანალიზის გარეშე ქვეყანა წინ ვერ მიდის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის თქმით, ასეთი აგრესია და ძალადობა, რომელიც თან ახლავს წინასაარჩევნო კამპანიას, აქამდე არსად უნახავს.

„წინა არჩევნებში ასეთი ძალადობა არ ყოფილა. ეს კიდევ უფრო მაღელვებს და მაწუხებს. არასამთავრობო ორგანიზაციებს ბოლო ორი თუ თვენახევრის განმავლობაში, სიტყვა არ უთქვამთ ამ აგრესიის, ლანძღვის, სიძულვილის ლექსიკის დასაგმობად, არც მაშინ როცა ქალის მიმართ იყო ეს სიტყვები გამოყენებული- აღნიშნა ზურაბიშვილმა

შეგახსენებთ, მესამე სექტორმა  სალომე ზურაბიშვილის მიერ ნინოწმინდაში გაჟღერებული გზავნილების გამო გააკრიტიკა. 15 არასამთავრობოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ  “პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადება ხელს უწყობს შუღლის გაღვივებას, ახდენს ისტორიული კონფლიქტის თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ რეალობაში სახიფათო პრობლემატიზაციას”.

სალომე ზურაბიშვილმა 2 ოქტომბერს ახალციხეში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მოსახლეობასთან შევედრისას  უარყოფით კონტექსტში მოიხსენია მიხეილ სააკაშვილის მიერ თურქებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება.

“ერთმა პრეზიდენტმა, რომლის წარმომადგენელიც არის ჩემი ოპონენტი, ძალიან ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, მაგრამ თქვენ არ მოგცათ მოქალაქეობა”- განაცხადა ზრუაბიშვილმა 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები