LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მტკვარში ნაპოვნი მამაკაცის ცხედარი ახლობლებმა ამოიცნეს

51

მშვიდობის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში, ნაპოვნი 70 წლის მამაკაცის ცხედარი ახლობლებმა ამოიცნეს.

როგორც  გარდაცვლილს ოჯახის წევრები ამბობენ , მას 45 დღის განმავლობაში ეძებდნენ. მათი ინფორმაციით, ის ზაჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე თევზაობდა. ახლობლები და ოჯახის წევრები მომხდარს სავარაუდოდ უბედურ შემთხვევას უკავშირებენ.

ადგილზე ნაპოვნია ანკესი და სათევზაო ინვენტარი.

თბილისში, „ბუდა ბარის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვარში მამაკაცის ცხედარი დღეს იპოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები