LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მტკვარზე ყოველ ღამე დადის ბორანი, ირანული მუსიკით, ბოლო ხმაზე…”

339

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი წარმომადგენელი, თბილისში, მტკვარზე გადასაადგილებელ ბორანზე და ხმამაღალ ირანულ მუსიკაზე სტატუსს აქვეყნებს. მისი თქმით, ასეთი ფაქტი ყოველ ღამით ხდება.

კობახიძე წერს, რომ ასეთი ტივები და გემები საუკეთესო ტურისტული მარშრუტია ყველა ქვეყანაში და ქვეყნის კულტურისა და მუსიკის გაცნობას ემსახურება.

“მტკვარზე დადის ბორანი ირანული მუსიკა ბოლო ხმაზე ყოველ ღამე. წინ და უკან. რომელიმე ქალაქის მდინარის ტურისტული გემი შალახოთი დადის თუ იცით? სენაზე მაგალითად შემიძლია ყოველ ღამე ვიარო და ბოლო ხმაზე შალახო დავუკრა? პ.ს ასეთი გემები, ტივები საუკეთესო ტურისტული მარშუტია ყველა ქვეყანაში და შენი ქვეყნის კულტურის და მუსიკის გაცნობაც სხვათაშორის”, – წერს ნინა კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ 15 აგვისტოდან ღამით ხმაური საქართველოს კანონმდებლობით, დასჯადი ხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები