LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მტკვრის მასშტაბური გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო

23

დღეს მტკვრის უპრეცედენტოდ მასშტაბური გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, გატარდება კომპლექსური ღონისძიებები, რომელშიც თბილისის მერიისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ჩაერთვებიან. 

მდინარე მტკვარი სპეციალური ტექნიკის საშუალებით გაიწმინდება წლების განმავლობაში დაგროვილი სხვადასხვა სახის ნარჩენისგან, ლამისგან, ლაქაშისგან და ა.შ. განხორციელდება ხეების სხვლა-ფორმირება, ის ხე-მცენარეები კი, რომლებიც გამხმარია, ან მტკვრის ჯებირს აზიანებენ, მოიჭრება.

სამუშაოებში თბილისის მერიის კეთილმოწყობისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის თანამშრომლები, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლები, ასევე, შსს-ს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები, მათ შორის ალპინისტები ჩაერთვებიან. პროცესის მიმდინარეობისას, დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა, რომელსაც მერიის შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ.

გაწმენდითი სამუშაოები თავდაპირველად ორ ლოკაციაზე განხორციელდება – ორთაჭალის ჰესის მიმდებარედ და მარცხენა სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთ გზაჯვარედინთან ( რესტორანი „აფხაზეთი“-ს მიმდებარედ).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები