LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მტკვრის მოულოდნელად ადიდების გამო მამაკაცი წყალში მანქანით აღმოჩნდა

41

კასპის მუნიციპალიტეტ სოფელ ზემო ხანდაკის მიმდებარედ, მტკვრის ადიდების გამო მსუბუქ ავტომობილში მჯდომი 30 წლამდე მამაკაცი მდინარეში აღმოჩნდა. ის ადგილზე სამშენებლო დანიშნულების ტრაქტორს დარაჯობდა, რა დროსაც მტკვრის მოულოდნელი ადიდება მოხდა.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით 112-დან შევიდა შეტყობინება, რომ მამაკაცი უსაააფრთხო ადგილზე გამოსვლას ვერ ახერხებდა და დახმარებას საჭიროებდა.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს გორის სამაშველო განყოფილების მაშველებმა მამაკაცი უსახფრთო ადგილზე გადაიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით ამ დროისთვის მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები