LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 2,8%-ით განისაზღვრა

40

წინა წელთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 2,8 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის ცნობით, 2016 წელს მთლიანმა შიდა პროდუქტმა მიმდინარე ფასებში 34 028,5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 7,2 %- ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. მათივე ინფორმაციით, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა წინა წელთან შედარებით 2,8 პროცენტით, ხოლო დეფლატორის პროცენტული ცვლილება 4,2 პროცენტით განისაზღვრა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (17,0 პროცენტი) და მრეწველობა (16,4 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (9,9 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (9,1 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (9,0 პროცენტი), მშენებლობა (8,5 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,7 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (6,1 პროცენტი).

ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში – სასტუმროები და რესტორნები (12,9 პროცენტი), მშენებლობა (10,0 პროცენტი) საფინანსო საქმიანობა (9,7 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (9,5 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (5,9 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება (4,9 პროცენტი). კლება აღინიშნა ტრანსპორტისა (-3,0 პროცენტი) და კავშირგაბმულობის (-3,1 პროცენტი) სექტორებში.

„მთლიანი შიდა პროდუქტის გაანგარიშება კვარტალების მიხედვით ხორციელდება ყოველთვიური და ყოველკვარტალური მონაცემების საფუძველზე. შესაბამისად, აუცილებელი ხდება მთლიანი შიდა პროდუქტის წლიური დაზუსტება წლიური მონაცემების გათვალისწინებით. გასული წლის წლიური მონაცემების მიღებასთან ერთად, ხელახლა ითვლება მიმდინარე წლის კვარტალური მონაცემებიც. მაგალითად, 2017 წლის პირველი და მეორე კვარტალების მონაცემები თავდაპირველად გაანგარიშდა 2016 წლის წინასწარი მონაცემების საფუძველზე. 2017 წლის ნოემბერში, 2016 წლის წლიური მონაცემების დაზუსტებასთან და 2016 წლის კვარტალური მონაცემების ცვლილებასთან ერთად შეიცვალა 2017 წლის პირველი და მეორე კვარტალების მონაცემებიც. გარდა ამისა, 2018 წლის ნოემბერში 2017 წლის წლიური მონაცემების მიღების შემდეგ საბოლოოდ დაზუსტდება 2017 წლის კვარტალური და წლიური მაჩვენებლები“, – ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები