LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

MTV Movie Awards: წლის ყველაზე მხიარული დაჯილდოება

90

9 აპრილს შოუ-ბიზნესში ყველაზე მხიარული დაჯილდოვება MTV Movie Awards გაიმართა. ცერემონიას ამჯერად კევინ ჰარტი და დუეინ ჯონსონი უძღვებოდნენ. წელს დაჯილდოების ტრიუმფატორი გახდა ფილმი „ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება“, რომელმაც ერთდროულად სამ ნომინაციაში გაიმარჯვა.

წლევანდელი ცერემონიის კიდევ ერთი გმირი უილ სმიტი გადა, რომელსაც თაობათა საპატიო პრიზი ჰოლი ბერიმ გადასცა. უილ სმიტმა ცრემლები ვერ შეიკავა, როცა პუბლიკა ფეხზე ამდგარი უკრავდა ტაშს. ღონისძიების ყველაზე საინტერესო მომენტი გახლდათ ჯარედ ლეტოსა და ფილმ Suicide Squad-ის გუნდის გამოჩენა. დაჯილდოების საინტერესო ნაწილი კი იყო წითელი ხალიჩა და მასზე გაბრწყინებული ვარსკვლავები.

გამარჯვებულთა სია ასეთია:

წლის ფილმი: „ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება“

წლის მსახიობი ქალი – შარლიზ ტერონი

წლის მსახიობი კაცი – ლეონარდო დიკაპრიო

წლის აღმოჩენა – დეიზი რიდლი

წლის კომედიური მსახიობი – რაიან რეინოლდსი

წლის ექშენ მსახიობი – კრის პრატი

წლის გმირი – ჯენიფერ ლოურენსი

წლის ჯადოქარი – „ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება“

წლის ვირტუალური გმირი – ემი პოლერი

ფილმი დაფუძნებული რეალურ მოვლენებზე: „ქუჩის ხმა“

წლის დოკუმენტური ფილმი : „ემი“

წლის მსახიობთა ნაკრები: „იდეალური ხმა 2“

წლის კოცნა: რებელ უილსონი და ადამ დივაინი

წლის ბრძოლა – „დედპული“

წლის საპატიო ჯილდო, თაობის პრიზი – უილ სმიტი

წლის საპატიო ჯილდო, კომედიის გენიოსი – მელისა მაკარტი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები