LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

MTV Video Music Awards-ის ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული სტუმრები

148

გუშინ MTV Video Music Awards-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საღამოს ტრიუმფატორი რეპერი კენდრიკ ლამარი გახდა, რომელმაც ერთდროულად ექვსი ჯილდოს მოპოვება შეძლო.

44 წლის მოდელმა, ჰაიდი კლუმმა განსაკუთრებით თამამი კაბა ჩაიცვა და გადაწყვიტა ამ გზით დაემტკიცებინა თავისი მიმზიდველობა. 42 წლის მელანი ბრაუნის კაბას სიმბოლური წარწერა „ამშვენებდა“  – You Will Never Own Me (მე არასოდეს ვიქნები შენი). სავარაუდოდ, ეს გზავნილი ყოფილ მეუღლეს, სტივენ ბელაფონტეს ეძღვნებოდა, რომელთანაც მომღერალი სკანდალური განქორწინების პროცესშია.

დემი ლოვატოს „შიშველ” ზედას არანაირი კავშირი არ ჰქონდა განიერ შარვალთან, ხოლო გრანდიოზულ კაბაში გამოწყობილი კეშა პირველივე ნახვის შემდეგ გრანდიოზულ ტორტს შეადარეს. ნოა საირუსმა კი გადაწყვიტა დაემტკიცებინა, რომ სკანდალურ დას ეპატაჟით არ ჩამოუვარდება და შავი პრიალა ბოტფორტები შეარჩია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები