LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუხაესტატეს პოლიციის უფროსს ჭრილობა ბლაგვი საგნით გულმკერდისა და მუცლის არეში აქვს მიყენებული

44

ექიმების ინფორმაციით, ქობულეთის ერთ-ერთი სოფლის, მუხაესტატეს პოლიციის უფროსს ჭრილობა ბლაგვი საგნით გულმკერდისა და მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული. ის დაჭრილი სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილიდან ქობულეთის რაიონულ საავადმყოფოში მიიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანიდან ერთ საათში გარდაიცვალა.

ამ დრომდე უცნობია, რა გახდა მუხაესტატეს პოლიციის უფროსის მოკვლის მიზეზი. გავრცელებული ინფორმაციით, ის ამავე სოფლის მკვიდრმა მოკლა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მკვლელობის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული.

ცხედარს ამ დროისათვის ექსპერტიზა უტარდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები