LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუხას ივანიშვილის პარკში, სავარაუდოდ, თვითმფრინავით გადააფრენენ

183

ლანჩხუთში, სოფელ ჯურუყვეთში მდგარი ასწლოვანი მუხით საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით ჯურუყვეთში, ფოფხაძეების კუთვნილ მიწის ნაკვეთში მდგარი მუხის სანახავად ივანიშვილი თავად იყო მისული, ხე შეამოწმა და მისმა წარმომადგენლებმა მეპატრონესთან მოლაპარაკებები დაიწყეს.

მუხის მეპატრონე დავით ფოფხაძე ამბობს, რომ „ივანიშვილს ხე ჯერ არ უყიდია“.იგი არ საუბრობს არც მუხის სავარაუდო ფასზე. „შეიძლება საერთოდ არ წაიღონ“ – ამბობს ის.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ივანიშვილს ხე მოეწონა, მაგრამ სირთულე მის გადატანაშია. იმ ადგილამდე მისასვლელი გზა, სადაც მუხა დგას, ვიწროა. თუ ივანიშვილი ხის გადატანას გადაწყვეტს, მას საჰაერო ტრანსპორტი დასჭირდება.

ბიძინა ივანიშვილმა ხეების გადატანა გასული წლის მარტში დაიწყო. პირველი ხე, რომელმაც შავ ზღვაში გაცურა, ასწლოვანი ტიტას ხე იყო. ივანიშვილის დაკვეთით ხეების გადასატანად, ციხისძირში სპეციალური დროებით ნავმისადგომიც ააგეს. ხეებს მილიარდერი საკუთარ დენდროლოგიურ პარკში რგავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები