LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუხიანში საბავშვო ბაღი გაქურდეს

97

მუხიანში, ნონეშვილის ქუჩაზე მდებარე საბავშვო ბაღ „გვირილასთან“ დილიდან სამართალდამცავები არიან მობილიზებულები. მათ ბაღის შესასვლელი სპეციალური ლენტით აქვთ შემოსაზღვრული.

ბაღის ხელმძღვანელის, მადონა ცომაიას, განცხადებით, მომხდარის შესახებ მისმა თანამშრომელმა, დაახლოებით, 08:00 საათზე, მას შემდეგ შეიტყო, რაც ბაგა-ბაღის გასაღებად იყო მისული.

„დილით მივიდა დამლაგებელი და ნახა ეს ფაქტი. ბაღი სრულიად არის დარბეული. არაფერი არაა გატეხილი და დაზიანებული, თუმცა არეულ-დარეულია ყველაფერი. ტელევიზორი გვქონდა ჩამოხსნილი ზეიმის დროს და ეგ ტელევიზორიც არაა წაღებული. გვერდით პატარა ოთახში მაღაზიის გახსნას ვაპირებდი და იქიდანაა წაღებული სამკაულები და რამდენიმე საფულე. ასევე დარბეულია გვერდით მდებარე სტომატოლოგიური კაბინეტიც,“ –  განუცხადა „ფორტუნას“ მადონა ცომაიამ.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ქურდობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები