LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუხთარლი ჟურნალისტია, გუშინ არასწორი განცხადება გავაკეთე – ჯეჯელავა

56

„დაზუსტდა, რომ აფგან მუხთარლი ნამდვილად ჟურნალისტია,  გუშინ არასწორი ინფორმაცია მქონდა“, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.

მისი თქმით, მუხთარლი რადიო „თავისუფლებაში“ იყო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, თუმცა ამავე დროს არის ჟურნალისტური გამოძიებების ავტორიც.
ჯეჯელავა ამბობს, რომ ქართულ მხარეს აზერბაიჯანისთვის ჟურნალისტი არ გადაუცია.

„ეს არის სიცრუე, რომ ხელისუფლებამ აზერბაიჯანს ჟურნალისტი ან გადასცა, ან თანამშრომლობდა. მე აბსოლუტურად გამოვრიცხავ ძალოვანი ან სხვა უწყების თანამშრომლობას, ნებისმიერ, თუნდაც კარგ პარტნიორ ქვეყანასთან. ეს არის სიცრუე, რომელსაც ჩვენი ოპონენტები შეგნებულად ავრცელებენ“, – განაცხადა ალექსნადრე ჯეჯელავამ.

გუშინ განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ აფგან მუხთარლი არ არის ჟურნალისტი და ის რადიო თავისუფლებაში დაცვის თანამშრომელი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები