LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუხთარლის ადვოკატი პროკურატურას ჟურნალისტისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართავს

78

აფგან მუხთარლის ადვოკატი მთავარ პროკურატურას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის და მისი მეუღლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართავს.

უფლებადამცველმა განცხადება საგამოძიებო უწყებაში დღეს შეიტანა.

გარდა ამისა ადვოკატი მთავარ პროკურორთან შეხვედრასაც ითხოვს. არჩილ ჩოფიკაშვილი ამბობს, რომ  აუცილებელია საქმის მასალებს გადაცემა „პოსტსკრიპტუმისთვის“ მუხთარლის მიერ მიცემული ინტერვიუ დაერთოს.

P.S.-სთვის მიცემულ ინტერვიუში აფგან მუხთარლი მისი გატაცების სქემაზე საუბრობს და სავარაუდო დამკვეთ პირებს ასახელებს.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის თქმით, მისი საქართველოდან გატაცების საქმეში მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ ჩართული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები