LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუხთარლის გატაცება საქართველოდან არის ამ ქვეყნის რეპუტაციაზე დარტყმა – ანნა ფოტიგა

44

აფგან მუხთარლის გატაცება საქართველოდან არის ამ ქვეყნის რეპუტაციაზე დარტყმა, გამოძიება  უნდა ჩატარდეს ორივე ქვეყანაში, – ამის შესახებ ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმატორების ფრაქციის წარმომადგენელმა, ანნა ელჟბეტა ფოტიგამ ევროპარლამენტში მიმდინარე დებატების დროს განაცხადა. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სიტყვით გამოვიდა ​ევროპის სახალხო პარტიის ქრისტიან-დემოკრატიული ფრაქციის წევრი ​ზელიანა ზოვკოროლეც.

„ჩვენ ველაპარაკეთ მის მეუღლეს. ჩვენ ვითხოვთ მუხტარლის დაუყოვნებლივ გამოძიებას. მე მხარს ვუჭერ რეზოლუციის გადადებას იმიტომ, რომ დიპლომატიას უნდა დავუთმოთ გზა“, – აღნიშნა ზოვკოროლემ.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტის სესიაზე რეზოლუციის პროექტზე „მუხტარლის საქმე და აზერბაიჯანში მედიის მდგომარეობა“ დებატები გაიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები