LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მუხთარლის საქმე არის ჩვენი დიდი სირცხვილი”- გიორგი მარგველაშვილი ევროსაბჭოს დელეგაციის წევრებს შეხვდა

52

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა დელეგაციის წევრების კითხვები შეეხებოდა კონსტიტუციას, თუ რამდენად უზრუნველყოფს ის ბალანსის სისტემას სახელმწიფო ინსტიტუტებში.

 

“დაისვა კითხვები , რამდენად უზრუნველყოფს არსებული კონსტიტუცია ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ასევე, რამდენად უზრუნველყოფს მიღებული კონსტიტუცია ბალანსის სისტემასა და სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებას და მომავალში მრავალპარტიულ დემოკრატიას. ცხადია, ამაზე პრეზიდენტის მხრიდან პოზიცია არაერთხელ დაფიქსირებულა და სამწუხაროა, რომ ჩვენ ამ ეტაპისთვის სრული სვლით ერთპარტიული გადაწყვეტილებებისკენ და ერთპარტიული დემოკრატიისკენ მივდივართ”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

 

მისივე თქმით საუბრის თემა იყო ასევე, აზერბაიჯანელის ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცება. გიორგი აბაშიშვილის განცხადებით დელეგაციის წევრებმა დიდი შეშფოთება გამოხატეს ამ თემასთან მიმართებაში.

 

„საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბატონი მუხთარლისსაქმე არის ჩვენი დიდი სირცხვილი,“-განაცხადა აბაშიშვილმა.   

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები