LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუნდიალის კალათები გადანაწილდა: ველოდებით წილისყრას

34

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე ყველა გუნდი, დაკომპლექტდა კალათების შემადგენლობა, რომლის მიხედვითაც ფინალური ტურნირის წილისყრა უნდა გაიმართოს.

32 გუნდი ოთხ კალათში ფიფას იმ რეიტინგის მიხედვით განაწილდა, რომელიც 16 ოქტომბერს გამოქვეყნდა. პირველ კალათში შვიდი საუკეთესო გუნდი მოხვდა და მათ დაემატა რუსეთი, როგორც მასპინძელი ნაკრები. სხვათა შორის, სწორედ რუსეთს აქვს ყველაზე დაბალი რეიტინგი 32 მონაწილეს შორის.

ფინალური ტურნირის წილისყრისას, გუნდები რვა ქვეჯგუფში განაწილდებიან. პრინციპი ძველებურია: არ შეიძლება ერთ ჯგუფში მოხვდნენ ერთი კონფედერაციის წარმომადგენლები. გამონაკლისია მხოლოდ უეფა, ოღონდ ასევე არ შეიძლება ერთ ჯგუფში სამი ევროპული გუნდის ყოფნა.

სიძლიერის მიხედვით კალათების შემადგენლობა ასე გამოიყურება:

I კალათი
რუსეთი (65)
გერმანია (1)
ბრაზილია (2)
პორტუგალია (3)
არგენტინა (4)
ბელგია (5)
პოლონეთი (6)
საფრანგეთი (7)

II კალათი
ესპანეთი (8)
პერუ (10)
შვეიცარია (11)
ინგლისი (12)
კოლუმბია (13)
მექსიკა (16)
ურუგვაი (17)
ხორვატია (18)

III კალათი
დანია (19)
ისლანდია (21)
კოსტა რიკა (22)
შვედეთი (25)
ტუნისი (28)
ეგვიპტე (30)
სენეგალი (32)
ირანი (34)

IV კალათი
სერბეთი (38)
ნიგერია (41)
ავსტრალია (43)
იაპონია (44)
მაროკი (48)
პანამა (49)
სამხრეთ კორეა (62)
საუდის არაბეთი (63)

წილისყრა 1-ელ დეკემბერს მოსკოვში, კრემლის დარბაზში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები