LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუნიციპალიტეტების დასუფთავებაზე მერსედესის ფირმის სპეცტექნიკა იზრუნებს

541

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის 144 ნაგავმზიდი მანქანა და 7209 ნაგავშემკრები კონტეინერი შეიძინა.

ჩამოყვანილი ნაგავმზიდები მერსედესის ფირმისაა და თურქეთში იწყობა კომპანია ,,კატმერჩილერის“ მიერ.


ტექნიკა საქართველოს 66 სხვადასხვა მუნიციპალიტეტს გადაეცემა. პროექტის ჯამური ღირებულება 12 მლნ ევროა.

ტექნიკის ნაწილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გალაქტიონ ბუაძემ ბორჯომის მუნიციპალიტეტს გადასცეს.
აღნიშნული რეგიონი ტურისტულად დატვირთულია და ნარჩენების ინტენსიურ გატანას საჭიროებს. ახალი ნაგავმზიდი მანქანები კი თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება და სხვა სპეც-ტექნიკასთან შედარებით, უფრო მეტი სიმძლავრისაა, რაც ხელს შეუწყობს დასუფთავების სამუშაოების ეფექტურ შესრულებას. ტექნიკასთან ერთად, ბორჯომის მუნიციპალიტეტს 100 ერთეული ნაგავშემკრები კონტეინერიც გადაეცემა.