LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუქარის შემცველი ინფორმაციის გავრცელების გამო, პანკისში 23 წლის ბიჭი დააკავეს

52

თბილისში შესაძლო აფეთქებაზე მუქარის შემცველი ინფორმაციის გავრცელების გამო, პანკისში 23 წლის ახალგაზრდა დააკავეს.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, ახალგაზრდამ facebook-ის საკუთარ გვერდზე მუქარის შემცველი ტექსტი და ფოტო გამოქვეყნა, რის საფუძველზეც კონტრტერორისტულმა ცენტრმა გამოძიება დაიწყო.

დაკავებული სოფელ დუისში მეუღლესთან და მშობლებთან ერთად ცხოვრობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები