LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მურთაზ ზოდელავას გამოკითხვაზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

100

მთავარი პროკურატურა ტელეკომპანია “იმედის” საქმეზე მურთაზ ზოდელავას გამოკითხვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, ზოდელავას შეკითხვები დაუსვეს 2007 წლის 7 ნოემბერს,  „ტელეიმედის“  გათიშვის შესახებ, ასევე ამ მიზნით სხვადასხვა სამართალდამცავი უწყებების თანამდებობის პირთა მხრიდან კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრთა საქმიანობაში უკანონო ჩარევის ფაქტებზე.

ზოდელავას ასევე ჰკითხეს ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, მაშინდელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების დავალებით, პატარკაციშვილის ყველა ძირითადი ქონების (მათ შორის “რადიო იმედისა” და “ტელეიმედის”) ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების მფლობელობაში გადასვლის ფაქტების შესახებ.

უწყების ცნობით, 2007 წლის 7-8 ნოემბერს მურთაზ ზოდელავა მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის იურიდიული სამმართველოს უფროსის, ხოლო 2008 წლის 19 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობებზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ 2007 წელს ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის და მისი დარბევის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი ერეკლე კოდუა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

საქმეზე გამოძიება გრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები