LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუსიკალური ფესტივალი „საირმე 2017“ 29 ივლისს გაიხსნება

54

Ardaidardo.Ge

მუსიკალური ფესტივალი „საირმე 2017“ 29 ივლისიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, ცნობილ კურორტ საირმეში გაიმართება. პროექტი ტრადიციულად ყოველ წელს ჩატარდება და პროგრამა უფრო მრავალფეროვანი გახდება. ამის შესახებ საქართველოს ფოლკლორის სახელწმიფო ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე მისმა ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა სიაუბრეს.


„საირმე 2017“-ში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ანსამბლები და სოლოშემსრულებლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

პროექტის მიზანია იმერეთის რეგიონის კულტურის ცენტად გადაქცევა და კურორტ საირმეს პოპულარიზაცია.

წელს ფესტივალი სმმენელს მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს ქართული მუსიკის მიმართულებით. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლები: „რუსთავი“, „დიდგორი“, „იალონი“ „შავნაბადა“, „ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლი“, „იამე“, „ბასიანი“,
„თბილისი“, ნეკა სებისკვერაძე და დათო ნოზაძე, ასევე რომა რცხილაძე და Paul Rimple.

საგულისხმოა, რომ ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

ფესტივალის წარმდგენია სასტუმრო „საირმე“ და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები