LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუსიკალური სამყარო ჯაზპიანისტ გირშელ ჯავახიშვილს ემშვიდობება – ის სიმსივნესთან ბრძოლაში დამარცხდა…

86

ჯაზპიანისტი გირშელი ჯავახიშვილი მაყურებელს „ვანოს შოუდან“ ახსოვს, სადაც ის მუსიკალურ ბენდს ხელმძღვანელობდა. რამდენიმე წლის წინ მუსიკოსს ძლის სიმსივნე დაუდგინდა, მკურნალობამ შედეგი გამოიღო და ორი წლის განმავლობაში რემისია დადგა. მუსიკოსი ამ დროს უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა.

2016 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ პიანისტს ისევ სჭირდებოდა მკურნალობა და საკმაოდ დიდი თანხა, 50 000 დოლარი… მისმა მეგობრებმა თანხის შეგროვება დაიწყეს… დღეს ცნობილი გახდა, რომ გირშელ ჯავახიშვილი სიმსივნესთან ბრძოლაში, სამწუხაროდ, დამარცხდა. პიანისტი გარდაიცვალა.

მუსიკალური სამყარო მას თბილი სიტყვებით ემშვიდობება…

ბექა გოჩიაშვილი:

„აი, ამ ბედნიერების ადამიანის დაკარგვა როგორ დამაკვრევინებს ამ ტურზე არ ვიცი, მაგრამ თვითონაც ჯაზმენი იყო სულით ხორცით და მაგ სულს ვუძღვნი. მენატრები, ძმაო, გირშელ!“

მაიკო კაჭკაჭიშვილი:

„ქედს ვიხრი,პატივს ვცემ და ვემშვიდობები ჩემს კოლეგას… ნათელში გამყოფოს ღმერთმა, გირშელ :(((“

სალომე კორკოტაშვილი:

„ძალიან მაგრად მომენატრები…“

გირშელის „ფეისბუქ“-გვერდზე შეხვდებით უცხოელი მუსიკოსების გამოხმაურებებსაც, ვისთან ერთადაც მას ამერიკის შეერთებულ შტატებში უწევდა მუშაობა.

მუსიკოსი 35 წლის იყო…

15327236_10205942374158077_6656608939738753901_n

15300513_10209965474266546_1698965429_n

პოპულალურები