LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუსლიმები ლინდსი ლოჰანს ისლამის მიღებას ულოცავენ

186

ლინდსი ლოჰანმა თაყვანისმცემლები კიდევ ერთხელ გააოცა – მსახიობმა თავისი „ინსტაგრამიდან“ ყველა ფოტო წაშალა, ექაუნთს კი ტრადიციული ისლამური მისალმება „ალეიქუმ სალამ“ დააწერა.

ამ დროისთვის უცნობია, რატომ შეცვალა მან თავისი პროფილი, თუმცა მუსლიმები მთელი მსოფლიოდან მას ისლამის მიღებას ულოცავენ. „ეს საუკეთესო ამბავია მუსულმანებისთვის. დიდება ალაჰს, ღმერთმა შეამსუბუქოს მისი გზა“, – წერენ მსგავსი შინაარსის კომენტარებს ლოჰანის ფოლოვერები.

პირველად იმის შესახებ, რომ ლინდსის ისლამის მიღება სურდა, ინფორმაცია 2015 წელს გაჩნდა, როდესაც „ყურანით“ ხელში ბრუკლინში დააფიქსირეს. „ჩემმა მუსლიმმა მეგობრებმა მაჩუქეს „ყურანი“, რათა საკუთარი თავი ვიპოვო და ბევრ რამეში გავერკვიო“, – განმარტა მაშინ მსახიობმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები