LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუსლიმი ქალები ტერაქტის მსხვერპლთა მხარდასაჭერად გაერთიანდნენ

123

მუსლიმი ქალბატონები ლონდონის ტერაქტის მსხვერპლთა მხარდასაჭერად გაერთიანდნენ. სოლიდარობის გამოსახატად ქალბატონებმა ვესტმისტერის ხიდი შეარჩიეს და იქ ხელიხელჩაკიდებულებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს. თითოეული მათგანის სამოსში იმედის სიმბოლოდ – ცისფერი ფერი იყო გამოკვეთილი.

„დეილი მეილის“ ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორი „ქალთა მარში“ გახდა. აქციის ერთ-ერთი მონაწილის 34 წლის აიშას განცხადებით, ლონდონის ტერაქტი თითოეულმა მათგანმა ძალიან განიცადა და პირად ტრაგედიად მიიღო. სწორედ ამიტომ, მათ როგორც მუსლიმი საზოგადოების წარმომადგენლებს სურდათ კიდევ ერთხელ ეჩვენებინათ, რომ ერთად დგომა და ტკივილის გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები