LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუსლიმი ქალების დახმარებისთვის 2 ადამიანი მოკლეს

90

პორტლენდში, ორი მამაკაცი მუსლიმი ქალების დახმარებას ემსხვერპლა. ინფორმაციას სამართალდამცველები ავრცელებენ. შემთხვევა სამგზავრო მატარებელში მოხდა.

მამაკაცებს, რომლებიც მუსლიმ ქალებს შეურაცხყოფის გამო გამოესარჩლნენ, თავდამსხმელმა ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ერთ-ერთი მათგანი ადგილზე, ხოლო მეორე საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

შემთხვევის შედეგად დაჭრილია მესამე მგზავრიც, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თვითმხილველები ამბობენ, რომ გოგონები, რომლებსაც თავდამსხმელი ემუქრებოდა და შეურაცხყოფას აყენებდა, თინეიჯერები იყვნენ.

თავდამსხმელი, 35 წლის ჯერემი ჯოზეფ ქრისტიანია. ის მატარებლიდან ჩასვლისთანავე დააკავეს.

თამთა უთურგაშვილი

 

 

 

პოპულალურები