LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მწარმოებლებს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით გაფართოებულ ვალდებულებებს აცნობენ

180

2017 წლის 1 ნოემბერს,  09:30 საათზე, სასტუმროში „Holiday Inn”,  თბილისი, გაიმართება დაინტერესებული მხარეების შეხვედრა საქართველოში მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობის პრინციპის დანერგვის შესახებ.

შეხვედრას დაესწრება საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნეს კომპანიების, ასოციაციებისა და სავაჭრო პალატების 70-ზე მეტი წარმომადგენელი.

შეხვედრის მონაწილეები ისაუბრებენ მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობის მოდელებსა და საკანონმდებლო პრაქტიკაზე განვითარებულ ქვეყნებში, საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე და ნარჩენების მართვის ახალ კოდექსზე, რომელიც ძალაში შედის 2019 წლის 1 დეკემბრიდან. შეხვედრაზე ასევე გაიმართება მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობის სახელმძღვანელოს წარდგენა.

შეხვედრა გაიმართება პროექტის  „ნარჩენების მართვის კოდექსით  განსაზღვრული  „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების“ (მგვ) პრინციპის დანერგვის მხარდაჭერა“ ფარგლებში. პროექტი ინიცირებულია ქართული არასამთავრობო   ორგანიზაცია „Georgia’s Environmental Outlook” – GEO, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის მთავრობის და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით.

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ შომბი შარპი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში, და ეკატერინე გრიგალავა, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე.

დამატებითი ინფორმაცია:

ნარჩენების მართვის კოდექსი რიგ ახალ ვალდებულებებს აკისრებს როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებს. ერთ-ერთი ასეთი მოთხოვნაა „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების“ (მგვ) პრინციპის დანერგვა საქართველოში. კერძოდ, კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, ისეთი პროდუქტის უშუალო მწარმოებლები და ბაზარზე განმათავსებლები, რომელიც შემდგომ სპეციფიკური ნარჩენი ხდება, 2019 წლის დეკემბრიდან ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ პროდუქტისგან წარმოქმნილი  სპეციფიკური ნარჩენის გარემოზე უარყოფითი გავლენის შემცირება და ასეთი ნარჩენების აღდგენა/განთავსება. აღნიშნული პრინციპი სრულიად ახალია საქართველოსთვის. მისი დანერგვა მოითხოვს არა მარტო შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შემუშავებას, არამედ ცნობიერების ამაღლებას სახელწიფო სტრუქტურებსა და კერძო სექტორში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები