LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მწარმოებლებს ქართული ჩაის მსოფლიო ბაზარზე გატანაში დაეხმარებიან

139

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის ქართული ჩაის ათასამდე ჰექტრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მინისტრის განმარტებით, ქართული ჩაის პლანტაციების რეალიბილიტაციისთვის სახელმწიფომ პროგრამა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ზოგადად საქართველოში კლიმატი შესაბამისია ქართული მაღალი ხარისხის ჩაის წარმოებისათვის. მისი თქმით, სახელმწიფო ქართული ჩაის მწარმოებლებს დაეხმარება, რომ ამ კულტურის მსოფლიო ბაზარზე ექსპორტირება მოხდეს.

“საქართველოში კლიმატი შესაბამისია ქართული მაღალი ჩაის წარმოებისთვის, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ საბაზრო კონექტურა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მაღალი ხარისხის ჩაი ვაწარმოოთ საქართველოში. ამის გათვალისწინებით, სახელმწიფომ გადაწყვიტა პროგრამა “ქართული ჩაი” რამდენიმე წლის წინ დაეწყო, რათა არსებული ქართული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია მომხდარიყო. ამ პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 1000-მდე ჰექტრის რეაბილიტაცია-აღდგენა ხდება. ეს არის დიდი სტიმული იმისთვის, რომ კერძო სექტორმაც ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია დაიწყოს. მნიშვნელოვანია, რომ ეს კომპონენტი სწორედ პლანტაციების აღდგენას გულისხმობს, ასევე გადამამუშავებელი მრეწველობის წახალისებასაც და ეს მომავალ წლებშიც გაგრძელდება. ასევე გაგრძელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დახმარება, გადამამუშავებელი ტექნოლოგიებით აღჭურვა იმისთვის, რომ მაღალი ხარისხის ჩაი მივიღოთ. ასევე, ქართული ჩაის მწარმოებლებს დავეხმარებით, რომ ქართული ჩაის კარგად პოზიციონირება მოახდინონ საერთაშორისო ბაზარზე”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები