LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მწერალი თამაზ ჭილაძე 87 ასაკში გარდაიცვალა

111

87 ასაკში ქართველი მწერალი, პოეტი და დრამატურგი თამაზ ჭილაძე გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, მწერალი ხანგრძლივი პერიოდი ავადმყოფობდა. მწერალი 1931 წლის 5 მარტს, სიღნაღში დაიბადა. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, შემდეგ ასპირანტურაში.

პირველი ლექსი თამაზ ჭილაძემ 15 წლის ასაკში დაწერა. მწერალი მუშაობდა „ცისკარში“ (1958-1964); რუსთაველის პრემიების კომიტეტში (1964-1972); იყო ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნების“ მთავარი რედაქტორი (1972-1981), ჟურნალ „მნათობის“ მთავარი რედაქტორი (1997-დღემდე).

ქართველს მწერალს მიღებული აქვს არა ერთი პრემია, მათ შორის რუსთაველის (1992), სახელმწიფო (1997). 1996 წელს დასავლეთ გერმანიის რადიო მაუწყებლობამ მიანიჭა პირველი პრემია პიესისთვის „სამოთხის კვარტეტი“. 1999 წელს კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიულმა ცენტრმა 1999-2000 წლების „საერთაშორისო ადამიანის“ წოდების ნომინანტად დაასახელა. 1957 წლიდან იყო მწერალთა კავშირის წევრი.

მწერლის ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები