LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მწერლები, რომლებიც მილიონებს შოულობენ

301

ბევრისთვის მწერალი მუდმივად ფინანსურ პრობლემებში ჩაფლული შემოქმედია, რომელიც მიუხედავად გაჭირვებისა, მუდმივად სიცარიელიდან ცდილობს მარავალფეროვანი სამყაროების შექმნას, თუმცა სინამდვილეში მწერალი ზღაპრულად მდიდარიც შეიძლება იყოს.

ჯოან როულინგი, 19 მლნ. დოლარი

ჰარი პოტერზე შექმნილი წიგნების სერიის ავტორი ჯოან როულინგი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია, რომლის ქონება მილიარდს აჭარბებს. როულინგის შემოსავლის ძირითადი წყარო – ეკრანიზაციები და ძველი რომანების თავიდან გამოცემაა.

დენ ბრაუნი, 9,5 მლნ. დოლარი

დენ ბრაუნი ბესტსელერის „და ვინჩის კოდი“ გამოსვლის შემდეგ გახდა ცნობილი, რომელიც 2006 წელს იქცა ფილმად. წარმატებული სტარტის შემდეგ, ავტორმა კიდევ რამდენიმე ახალი წიგნი გამოუშვა და ეკრანიზაციაზე უფლებაც საკმაოდ სოლიდურ თანხად გაყიდა.

რიკ რიორდანი, 9,5 მლნ. დოლარი

რიორდანმა მილიონები პერსი ჯექსონზე დაწერილი რომანების მთელი სერიის შექმნით იშოვა. 5 სერია 12 წლის ბიჭუნას თავგადასავლებზე მოგვიანებით კომიქსების და ფილმების სიუჟეტებად იქცა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ავტორის შემოსავალი.

ჯორჯ მარტინი, 9,5 მლნ. დოლარი

ჯორჯ მარტინმა არნახული წარმატება ეპიკური საგით „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“ მოიპოვა, რომელიც ტელეკომპანია HBO-მ სერიალად „სამეფო კარის თამაშები“ აქცია და დღემდე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სერიალად ითვლება ტელევიზიის ისტორიაში. თავად რომანის ავტორს, კი, რომლის წლიური შემოსავალი 10 მლნ. დოლარს აჭარბებს, შეუძლია მშვიდად იყოს, რადგან სიცოცხლის ბოლომდე ფინანსურად უზრუნველყოფილი იქნება საავტორო უფლების გაყიდვით მიღებული პროცენტების წყალობით.

დენიელა სტილი, 15 მლნ. დოლარი

კარიერის მანძილზე დენიელა სტილმა თავისი სასიყვარულო რომანების 650 მლნ. ეგზემპლარი გაყიდა. მისი ბოლო წიგნი „მაგია: რომანი“ 2016 წელს გამოიცა.

პაულა ჰოკინზი, 10 მლნ. დოლარი

ბრიტანელმა მწერალი პაულა ჰოკინზი 2015 წელს, რომანის „გოგონა მატარებელში“ გამოსვლის შემდეგ გახდა ცნობილი, რომელიც 11 მლნ. ეგზემპლარად გაიყიდა, ეკრანიზაცია კი, სულ მალე გამოჩნდება კინოთეატრებში.

ჯონ გრინი, 10 მლნ. დოლარი

ჯონ გრინი რამდენიმე რომანით, მათ შორის „ალასკის ძიებაში“ და „ქალაქების ქაღალდი“ მოიპოვა პოპულარობა. რომანი „ვარსკვლავებია დამნაშავე“ კი, რომელიც 10 მლნ. ეგზემპლარად გაიყიდა, 2014 წელს ბესტსელერად იქცა.

ვერონიკა როტი, 10 მლნ. დოლარი

ამერიკელი რომანისტი და ნოველისტი ვერონიკა როტი ცნობილი რომანის „დივერგენტი“ გამოსვლის შემდეგ გახდა ცნობილი, რომელიც ამავე სახელწოდების ფილმს დაედო საფუძვლად. პირველ წარმატებას სიქველი მოჰყვა, ფილმს – გაგრძელება, მწერალმა კი, 10 მლნ. დოლარის მოგება ნახა.

სტივენ კინგი, 15 მლნ. დოლარი

სტივენ კინგი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი მწერალია, რომელმაც კარიერის მანძილზე 450 მლნ. დოლარი გამოიმუშავა, წელიწადში კი, სულ მცირა 15 მლნ-ს შოულობს ძველი რომანების განმეორებითი გამოცემით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები