LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მწვადი”, “თავისუფალი ზონა”, “We dance together, We fight together” – ფარული ქართული წარწერები დემნა გვასალიას კოლექციაში

706

1 ივლისის ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ, რომელიც ფრანგული მოდის სახლის Balenciaga-ს და კომპანია Vetements-ის ხელმძღვანელია, 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა. როგორც გვასალიამ თქვა, კოლექცია საქართველოს ეძღვნებოდა.

Vetements-მა აპლიკაციაც შექმნა, რომელიც ტანსაცმელზე განთავსებული კოდების დასკანერების შემდეგ მომხმარებელს Wikipedia-ს შესაბამის გვერდზე გადაიყვანს, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ აფხაზეთისა და საქართველოს ომის ისტორიას.

გახმაურებული კოლექციის წარდგენის შემდეგ, თანდათანობით უფრო მეტი დეტალი ხდება ცნობილი. გვასალიამ ტანსაცმელებს ქართული ასოები დააწერა. ასევე ქართველი მწერლების ლექსები და ცნობილი სლოგანები.

მაღალი ხარისხით გადაღებულ ფოტოში გამოჩნდა, რომ ერთ-ერთ ბოტასზე ქართული ასოებით რუსული გინება წერია.

ასევე ქურთუკზე, რომელსაც ერთ მხარეს “თავისუფალი ზონა” ეწერა, მეორე ხელზე ღამის კლუბი BASSIAN-ის მხარდამჭერი სლგოანი “We dance together, We fight together” ჩანს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები