LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მწვანე ბუდაპეშტთან” სასტუმრო აშენდება

59

საცხოვრებელ კომპლექს „მწვანე ბუდაპეშტთან” სასტუმრო აშენდება. აღნიშნული კომპლექსის მიმდებარედ, თბილისში 3668 კვ.მ. მიწის ნაკვეთი იყიდება.

ქონება აუქციონზე სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში გამოიტანა.  პირობის მიხედვით, ინვესტორმა 42 თვეში, 80 ნომრის მქონე სასტუმრო უნდა ააშენოს,  მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაზე იზრუნოს და არანაკლებ  10 მილიონი ლარიც უნდა დაიხარჯოს.

შეგახსენებთ, პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ გულისხმობს ტურისტულად ყველაზე აქტიურ ადგილებში მდებარე სახელმწიფო ქონების ინვესტორებისთვის შეთავაზებას სასტუმრო-ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. პროექტის ფარგლებში დღეის მდგომარეობით გაყიდულია 39 400 501 ლარის უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა არანაკლებ 59 200 000 ლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები