LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მწვავე ინფექციის გამო, ელტონ ჯონმა დაგეგმილი კონცერტები გადადო

49

ლეგენადრულმა მომღერალმა, ელტონ ჯონმა ბაქტერიული ინფექციის გამო, რამდენიმე დღე რეანიმაციაში გაატარა. ამის შესახებ მისმა წარმომადგენელმა, ფრენ კერტისმა განაცხადა.

“ჯონი სამხრეთ ამერიკაში დაავადდა, საიდანაც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. ინფექციის ტიპი ჯერ-ჯერობით განსაზღვრული არ არის და ის „უჩვეულოა“.  ასეთი სახის ინფექცია – იშვიათი და პოტენციურად მომაკვდინებელია. საბედნიეროდ, ჩვენს შემთხვევაში სამედიცინო გუნდმა კარგად იმუშავა და მკურნალობამ უკვე შედეგი გამოიღო. ახლა ის სახლშია და საბოლოო გამოსაჯანმრთელებელ კურსს გადის“, – განაცხადა მან.

მუსიკოსმა აპრილსა და მაისის პირველ ნახევარში დაგეგმილი ყველა კონცერტი გადადო, მათ შორის ერთი წლის წინ დაანონსებული „The Million Dollar Piano“ ლას-ვეგასში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები