LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მწვრთნელები, რომლებიც ყველაზე მეტს ხარჯავენ: მოურინიო vs გვარდიოლა გრძელდება

55

ჟოზე მოურინიომ კარიერაში ყველაზე მეტი დახარჯა ტრანსფერებში. გვარდიოლა ჯერ ისევ მესამეა.

გასულ კვირას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა. იმ მწვრთნელების რეიტინგი განახლებულია, რომლებმაც კარიერაში ყველაზე ბევრი ფული დახარჯეს.

მოურინიო ჯერჯერობით ისევ პირველია, თუმცა ამ ზაფხულს „მანჩესტერმა“ იმაზე ნაკლები დახარჯა, ვიდრე თავიდან გეგმავდა.

კარლო ანჩელოტი საქმეს დაუბრუნდა, მაგრამ მეორე ადგილს ალბათ მალე დაკარგავს: გვარდიოლას სულ რაღაც 50 მლნ უკლია.

სხვათა შორის, თუ 2008 წლიდან დავითვლით (პეპეს პირველი წელი „ბარსაში), ლიდერი სწორედ გვარდიოლა გამოდის.

არსენ ვენგერი და კლაუდიო რანიერი ამჟამად უმუშევრები ზიან და კარიერის დასასრულთან ახლოს არიან. რობერტო მანჩინი იტალიის ნაკრებს ავარჯიშებს, სადაც ტრანსფერებზე ფულს ვერ დახარჯავს.

„ნიუკასლის“ მფლობელი მაიკ ეშლი რაფა ბენიტესს აკონტროლებს, რომ სამეულს ძალიანაც არ მიუახლოვდეს.

მანუელ პელეგრინი და უნაი ემერი აჩვენებენ, რომ გამოთქმა „მწვრთნელმა იყიდა“ ან „მწვრთნელმა დახარჯა“ პირობითია: ინგლისშიც კი აღარ დარჩა დიდი კლუბი, სადაც მწვრთნელი ერთპიროვნულად წყვეტს ვინ იყიდონ და გაყიდონ.

იურგენ კლოპი მე-13-ეა, ლუჩანო სპალეტი – მე-16, მაურისიო პოჩეტინიო – 28-ე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები