LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზად ვართ, გამოძიების ნებისმიერ კითხვას პასუხი გავცეთ – ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი

106

ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე მზადაა “ომეგა ჯგუფის” საქმეზე, დაინტერესების შემთხვევაში, გამოძიების ნებისმიერ კითხვას უპასუხოს, – ამის შესახებ ფარცხალაძის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ფარცხალაძე ადასტურებს და ეთანხმება იმ ინფორმაციებს, რომელიც ლევან ყიფიანმა გააჟღერა. ამასთან, ადვოკატის თქმით, ფარცხალაძე და ყიფიანი მეგობრები არიან.

“ლევან ყიფიანთან ოთარს აქვს მეგობრული ურთიერთობა. ეს დამალული არაა. მე გიდასტურებთ, რომ მათ აქვთ საქმიანი მეგობრული ურთიერთობა,” – აღნიშნა გაგი მოსიაშვილმა.

ადვოკატისთვის უცნობია, არის თუ არა ლევან ყიფიანი ფარცხალაძის სახლში ნამყოფი. რაც შეეხება ყოფილი მთავარი პროკურორის დაკითხვას, ადვოკატის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძე მზადაა ნებისმიერ კითხვას გასცეს პასუხი.

“იმ შემთხვევაში თუ პროცესის მწარმოებელი ორგანო, ჩათვლის საჭიროდ და ექნება კითხვები, ჩვენ მზად ვართ ურთიერთანამშრომლობის რეჟიმში გავცეთ პასუხი გამოძიების ნებისმიერ შეკითხვას,”- აღნიშნა ფარცხალაძის ადვოკატმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები