LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზარდ ვართ მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე გამოძიება განახლდეს – თეა წულუკიანი

40

ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი მზად არის მოწმეებს თავიდან მოუსმინოს – ამის შესახებ თეა წულუკიანმა პარლამენტში სამთავრობო გეგმის მოსმენის დროს განაცხადა.

თეა წულუკიანის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილის პატიმრობა არ არღვევს კანონს და არ წარმოადგენს პოლიტიკურ დევნას.

“დიდმა პალატამ დაადგინა, რომ არც დაკავება და არც წინასწარ პატიმრობაში ყოფნა არ ისახავდა მიზნად მისი პოლიტიკური სცენიდან გაყვანას, რასაც ამტკიცებდა ჩვენი მოწინააღმდეგე მხარე, შესაბამისად, არ დარღვეულა კონვენციის მე-18 მუხლი,” – განაცხადა თეა წულუკიამა.

როგორც იუსტიციის მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, მისთვის სწორედ ეს მე-18 მუხლი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი – “დამთავრდა დისკუსიები იმაზე, არის თუ არა ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარი, პასუხია, რომ არ არის,” – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა არ ახდენს არანაირ გავლენას მისი პატიმრობის კანონიერებაზე.

“ჩვენ ვართ მზად, რომ საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე, რომელიც როგორც სტრასბურგის სასამართლომ თქვა არანაირ  გავლენას არ ახდენს პატიმრობის კანონიერებაზე, გამოძიება განახლდეს,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები