LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მზე იყო და მზედ დარჩება…” – გარდაცვლილი ოპერატორი გოგონას ფოტოგამოფენა პარლამენტში

96

პარლამენტის შენობაში,  სადაც საგაზაფხულო სესია გაიხსნა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის, სოფო ბობოხიძის ფოტოები გამოიფინა.

ბობოხიძე გასული წლის დეკემბერში გარდაიცვალა.

„პირველი საგაზაფხულო სესიაა, რაც სახელმწიფო ჰიმნი ფოფოს გარეშე გაისმება. სესიიდან-სესიამდე პერიოდს ელოდებოდა და საპარლამენტო შვებულებები არ უყვარდა. დღის მანძილზე, სხდომათა დარბაზის წინ, ხან ფოტოს იღებდა, ხან კადრს, ხან მზის ჩასვლას და ამოსვლას დასდევდა… დღესაც მისი ფოტოების გამოფენაა და თვითონ თუ ხედავს, ალბათ, ხითხითებს, თავს კისერში იდებს და წითლდება. ანუ, მის ჩვეულ ფორმაში იქნება… მზე იყო და მზედ დარჩება…“ – წერს გარდაცვლილი ოპერატორის მეგობარი, ჟურნალისტი თეონა მანაგაძე „ფეისბუქზე“ და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს გამოფენის ორგანიზებისთვის მადლობას უხდის.

 



გაზიარება
გაზიარება

კომენტარები