LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზია ორველაშვილმა საქართველოს თასზე სალომე ჭაჭუა დაამარცხა – „ქულათა დიდი უპირატესობით მოვიგეთ…“

290

მზია ორველაშვილი თავის მეწყვილესთან ერთად საქართველოს თასზე პირველად წარდგა და საუკეთესო წყვილი, სალომე ჭაჭუა და მაქს რიჟიკოვი დაამარცხა. სალომე მეწყვილესთან ერთად ამჯერად მეორე ადგილს დასჯერდა, ჯულიანა ბარ-გნარისა და ოთო ფოლადაშვილის წყვილი კი – მესამეს.

მზია ორველაშვილი:

სულ საქართველოში ცეკვის ორი კონკურსი ტარდება, თასი და ჩემპიონატი. საქართველოს თასი წელიწადში ერთხელ იმართება.  ჩემს მეწყვილესთან, ედგარას ბრაზასთან ერთად, აქამდე სულ საზღვარგარეთ გამოვდიოდი, საქართველოში პირველად წარვდექით ერთად. ავიღეთ პირველი ადგილი, რასაც არ ველოდით.

რატომ?

საქართველოს ჰყავდა თავისი პირველი წყვილი, სალომე ჭაჭუა და მაქს რიჟიკოვი. ძალიან განვიცდიდით, რომ მათ ვეჯიბრებოდით და სხვა ბევრ კარგ წყვილს, მაგალითად, ჯულიანასა და ოთოს, რომლებიც საკმაოდ კარგად გამოვიდნენ. როცა ჩვენი სახელი გამოაცხადეს, იმდენად არ ველოდი, რომ ცრემლებიც კი წამომივიდა.

შეჯიბრებისას ვღელავდით კონკურენციის გამოც და ასევე იმიტომაც, რომ როცა მსაჯებმა იციან, რომელია პირველი წყვილი, მათ უჭერენ ხოლმე მხარს, მაგრამ საქართველოში ყოველთვის სამართლიანი მსაჯობაა, უცხოელები მსაჯობდნენ და პირველი ადგილი ჩვენ მოგვაკუთვნეს, ყველამ აღნიშნა, რომ ღირსეულად გავიმარჯვეთ (იღიმის). 5 ცეკვიდან 4 მოვიგეთ, მეხუთეში მეორე ადგილი ავიღეთ, მთლიანობაში ქულათა ძალიან დიდი უპირატესობით გავიმარჯვეთ.

ეს კონკურსი მაღალ დონეზე ჩატარდა. მაისში საქართველოს ჩემპიონატი გველოდება, იქ გამარჯვებული პირველი ორი წყვილი მსოფლიო ჩემპიონატზე წარდგება.

სალომემ და ჯულიანამ მოგილოცეს გამარჯვება?

მომილოცეს. ჯულიანამ განსაკუთრებულად, რადგან ჩვენ ვმეგობრობთ. რაც შეეხება სალომეს, მანაც კარგად მომილოცა, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო მოსალოც ხასიათზე. მაქსთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, როცა ბელარუსში ვცეკვავდი, უკრაინაში ვარჯიშობდი და მაქსს ხუთი წელია ვიცნობ.

ნინო მურღულია

mzia orvelashvili

Capture

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები