LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზიანეთიდან გამყინვარებაში: რატომ ჩაიშალა გიორგი ლორიას ტრანსფერი ჩელსიში? (ექსკლუზივი)

131

საქართველოს ეროვნული ნაკრების 30 წლის მეკარე გიორგი ლორია უცხოეთში სათამაშოდ სამი წლის წინ წავიდა. თავიდან მან ძალები საბერძნეთში მოსინჯა. ოფი-ს  ჩემპიონატში მოკრძალებული მიზნები ჰქონდა, თუმცა სამომავლოდ კარგი ტრამპლინის როლის შესრულება შეეძლო. კრეტელთა მომავალი არცთუ სახარბიელოდ წარიმართა, გუნდი გაკოტრდა და თითქოს ლორიას კარიერასაც საფრთხე დაემუქრა, თუმცა მან  ბერძნული გრანდების ყურადღება მაინც მიიპყრო და ქართველი მეკარის სამსახურითოლიმპიაკოსიდაინტერესდა. ტრანსფერიც შედგა, მაგრამ ბოლო წამს ლორიამ საბერძნეთი დატოვა. ერთი ხანობა უგუნდოდ მყოფ ფეხბურთლს რუსეთის ჩემპიონატში თამაშის შესაძლებლობა გაუჩნდალორია სამარისკრილია სოვეტოვშიგადავიდა. თუმცა გაცილებით უკეთესიც შეიძლებოდარეალური შანსი ჰქონდა ლონდონისჩელსიშიმისულიყო, მისი სამსახურით არისტოკრატთა მაშინდელი თავკაცი ჟოზე მოურინიო დაინტერესდა, მაგრამ ბედისა და ინგლისური შრომის კანონმდებლობის უკუღმართობით ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა.
კრილიამ სეზონი ცუდად დაიწყო, თუმცა თამაში ყველაზე ნაკლებად ქართველი მეკარე იყო დამნაშავე. წაგებების მიუხედავად  ლორიამ არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა და რუსი ჟურნალისტების ქებაც დაიმსახურა..

 

 

მეორე წელია „კრილიაში“ ვთამაშობ და თავს უკვე ამ კლუბის ნაწილად მივიჩნევ. თავიდან, ცხადია, ცოტა გამიჭირდა, თუმცა ახალ კლუბში ადაპტაციას ყოველთვის სჭირდება გარკვეული პერიოდი – გვითხრა გიორგი ლორიამ, – ბერძნული „ოლიმპიაკოსიდან“ სამარაში ჩასულს ოთხი მატჩის სათადარიგოთა სკამზე გატარება მომიხდა და ეს არც გამკვირვებია. შემდეგ კი მწვრთნელმა თავის წარმოჩენის შანსი მომცა და გამოვიყენე კიდეც. მას აქეთ ძირითად შემადგენლობაში ვთამაშობ.

თამაშსაც ხომ გააჩნია, რუსები ლამის ყოველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში გასახელებენ.

რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა უცხო ქვეყანაში ასე გაფასებენ, თუმც აქ მეორე მომენტიც არის: ამჟამად „კრილია“ რუსეთის პრემიერლიგის აუტსაიდერთა შორის არის, გადარჩენაზე გვიწევს ფიქრი, შესაბამისად მეტოქეები ჩვენს კარს ბევრს უტევენ და მეც ჩვეულებრივზე ხშირად ვარ თამაშში ჩართული, ბევრი დარტყმულის მოგერიება მიხდება.

 ეს ყველაფერი კი შენს კარგ მომზადებაზე მეტყველებს

ამისთვის კი ცალკე მადლობა „კრილიას“ მეკარეების ყოფილ მწვრთნელ გი მარტენს ეკუთვნის. სხვათა შორის, ის ბელგიის ნაკრებისა და „ჩელსის“ მეკარის ტიბო კურტუას პირველი მწვრთნელია და ამ საქმეში უძლიერეს სპეციალისტად მიიჩნევა. მისგან ბევრი რამ ვისწავლე და დავხვეწე. სამწუხაროა, რომ ერთად დიდხანს ვერ ვიმუშავეთ..

ფიქრობ, რომ რუსეთში თამაშით როგორც მეკარე კიდევ უფრო გაიზარდე?

ეს უკვე ქომაგებმა, მწვრთნელებმა და თქვენ შეაფასეთ. ბოლო დროს ცუდად მგონი ნამდვილად არ გამოვიყურები, თუმცა ყველაფრის მიუხედავად, ვცდილობ თამაშიდან თამაშამდე გავიზარდო. რუსეთში სამეკარეო სკოლა ძალიან განვითარებულია და თავადაც ყოველთვის პროგრესისკენ მივისწრაფი.

ნაკლად რას მიიჩნევ?

რა გითხრათ აბა?! გამოსვლაზე შედარებით მიჭირს, უფრო კარგად კი პოზიციური თამაში გამომდის.

ამ სეზონში, გინდ საქართველოს ნაკრებში, გინდ კლუბში რამდენიმე დასამახსოვრებელისეივიგააკეთე, ისეთი, რომელზეც ხალხმა ბევრი ილაპარაკა. შენთვის საუკეთესო მომენტი რომელია?

დიახ, რამდენჯერმე მართლაც მომიხდა ისეთი დარტყმულების მოგერიება, მთელს სტადიონს გოლი რომ ეგონა. გამორჩევით კი სლოვაკეთ-საქართველოს ამხანაგური მატჩისას მოგერიებულს გამოვარჩევდი, როცა მეტოქე მოჭრილი დარტყმით ცდილობდა გატანას, მაგრამ ბურთს ბოლო წამს თითები წავატანე და კუთხურზე მოვიგერიე; ასევე დასამახსოვრებელი იყო ირლანდია-საქართველოს მატჩისას აღებული ბურთი; რუსეთის ჩემპიონატში კი კრასნოდარის ფორვარდის სმოლოვისა და ზენიტელი სმოლნიკოვის დარტყმულებზე ჩემს რეაქციას გავიხსენებდი.

ისე, ისეთ სეივებს გვთავაზობ ხოლმე, რაზეც ცალკე ერთი ფილმის გადაღება შეიძლებაკინოში გადასაღებად აღარ გიწვევენ?

სამსახიობო საქმეში ცოტა პაუზა მაქვს აღებული, სამარაში რაც ვარ, არავინ შემომხმიანებია. ისე, ცხადია, რაიმე როლის შესრულებაზე უარს არ ვიტყოდი, ფეხბურთის გარდა ეს საქმეც მიტაცებს.

ეს მამის გენებია?

რა თქმა უნდა. მამაჩემი კინორეჟისორი გახლდათ და თუ რამ ვიცი კინემატოგრაფში, პირველ ყოვლისა მამის დამსახურებით. წარსულ დროში მიჭირს მასზე ლაპარაკი.

სამარაში ფეხბურთისგან თავისუფალ დროს რას აკეთებ?

ერთადერთი კინოში თუ წავალ, თორემ სხვაგან არსად. სამარაში მზე მენატრება, მით უმეტეს იქ საბერძნეთიდან, უფრო კონკრეტულად კუნძულ კრეტადან ჩავედი, სადაც სულ მზე აბრწყინებდა. სამარაში კი ყინავს, სულ ღრუბელია, ამიტომაც ოჯახიც ძირითადად თბილისში მყავს და ხანდახან თუ ჩავიყვან ხოლმე. მეც უმეტესად კლუბის საწვრთნელ ბაზაზე ვრჩები, ვინც მიცნობს კარგად იცის რომ ლორია და რეჟიმი ერთი და იგივეა.

მართალია, რომ კრილიაში გადასვლის დღეს ლონდონის ჩელსიდან დაგირეკეს?

კი, ასე იყო. „კრილიასთან“ კონტრაქტის გაფორმებიდან რამდენიმე საათში ლონდონიდან დამირეკეს და „ჩელსიში“ თამაში შემომთავაზეს. რუსებთან დღეს მოვაწერე კონტრაქტს ხელი-მეთქი ვუპასუხე. მათ კი მითხრეს, კლუბთან საქმეს ჩვენ მოვაგვარებთ, მთავარი შენი სურვილიაო. საქმე თითქოს ადგილიდან დაიძრა, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბრიტანული შრომის კანონმდებლობით ჩემი ინგლისში თამაში ვერ მოხერხდებოდა. არც საქართველოს ნაკრები არის ფიფას რეიტინგში იმ პოზიციაზე, რის გათვალისწინებითაც შეიძლებოდა ჩემი ტრანსფერი შედარებით გაიოლებულიყო.

თავად ჟოზე მოურინიომ დაგირეკა?

პრესაში ასე გავრცელდა, მაგრამ ასე არაა. კლუბის ერთ-ერთმა დირექტორმა დამირეკა და მითხრა, რომ ჟოზე მოურინიოს სურდა „ჩელსიში“ მეთამაშა. ჩემთვის ეს ზარი მოულოდნელი იყო, თუმცა, ცხადია, ძალიან სასიამოვნო.

ახალ წელს თბილისში შეხვდები?

ჯერ არ ვიცი. თუმცა სადაც უნდა ვიყო, იქ ვისურვებ საქართველოს წინსვლას, გამთლიანებას და გაბრწყინებას. მსურს, რომ თითოეულ ჩვენიანს მივულოცო დამდეგი ახალი წელი და ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო. 7 ჩემთვის იღბლიანი ციფრია და დარწმუნებული ვარ 2017 წელი ჩვენთვის საფეხბურთო თვალსაზრისითაც წარმატებული იქნება.

სხვათა შორის აქამდეც მაინტერესებდა 17-ნომრიანი მაისურით რატომ თამაშობ, ხოლმე

დიახ, 7 ჩემთვის იღბლიანი ციფრია და სადაც უნდა ვიყო, როგორც უნდა ვიყო, უპირატესობას სწორედ 7-იანს ან იმ ციფრს ვანიჭებ, სადაც 7 ურევია.

ანუ იანვრიდან შენგან კიდევ მეტ წარმატებას ველოდოთ?

საამისოდ, ნაკრებში იქნება თუ კლუბში, არაფერს დავიშურებ.

 

კობა ინასარიძე

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები