LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზისგან დამცავი კრემის წასმისას გადამწყვეტ შეცდომას ვუშვებთ – მეცნიერთა გაფრთხილება

73

როგორც ახალმა კვლევამ დაადგინა, მზისგან დამცავ კრემს უმეტესი ჩვენგანი არასწორად ისვამს და სინამდვილეში, მზისგან მხოლოდ 40 პროცენტით იცავს თავს (SPF).

თითქოს ყველამ იცის, რომ დამცავი კრემის წასმა საჭიროა კანის ყველა მოშიშვლებულ ადგილზე, მაგრამ როგორც ახალმა კვლევამ აჩვენა, უმეტესი ჩვენგანი მას საკმარისი სისქით არ ისვამს.

მიუხედავად იმისა, რომ მზისგან დაცვის ტექნოლოგიამ გრძელი გზა განვლო და დაიხვეწა, მისი ეფექტიანობა მაინც იმაზეა დამოკიდებული, როგორ წაისვამთ.

ახლახან, ლონდონის სამეფო კოლეჯის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ როცა მზისგან დამცავ კრემს ჩვეულებრივად ვისვამთ, მისი ეფექტიანობა მხოლოდ 40 პროცენტს შეადგენს და ჩვენი კანი რისკის ქვეშ ექცევა.

იდეალური სისქე შეადგენს დაახლოებით 2 მილიგრამს კვადრატულ სანტიმეტრზე, რაც ცოტა არ იყოს, წარმოასდგენად ძნელია. ადამიანთა უმეტესობა ხშირად ამის ნახევარსაც არ ისვამს.

როგორც კვლევებმა აჩვენა, თუკი მზისგან დამცავი კრემი გისვიათ, ხუთი დღის განმავლობაში დიდი დოზით ულტრაიისფერი დასხივება გაცილებით ნაკლებად სახიფათოა, ვიდრე ერთი დღის განმავლობაში მცირე დოზით დასხივება კრემის გარეშე.

„ეჭვგარეშეა, რომ მზისგან დამცავი კრემი მნიშვნელოვნად გიცავთ მზის ულტრაიისფერი სხივების კიბოს გამომწვევი ზემოქმედებისგან. თუმცა, როგორც ამ კვლევამ აჩვენა, მის ეფექტიანობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს კრემის წასმის გზა“, — ამბობს იანგი.

კვლევის ავტორები იქვე გვაფრთხილებენ, რომ მზისგან დამცავი კრემიც კი ხშირად არასაკმარისია და მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის, გვირჩევენ ქუდის ტარებას ან ჩრდილში შეფარებას, სადაც კი შესაძლებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები