LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზიურთან სასულიერო პირები შეიკრიბნენ და ფილმის ჩვენებას აპროტესტებენ

80

მზიურის პარკში მდებარე კაფეში მხატვრული ფილმის „პრაიდი“ ჩვენებას სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილი პარკის შესასვლელთან აპროტესტებს. ისინი ამბობენ, რომ ფილმი გარყვნილების პროპაგანდაა.

 ამჟამად ფილმის ჩვენება შეწყვეტილია, რადგან ადგილზე მყოფმა პოლიციელებმა განაცხადეს, რომ შენობაში ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რის გამოც ევაკუაცია გამოცხადდა.

 ფილმის მოქმედება ვითარდება დიდ ბრიტანეთში, მარგარეტ ტეტჩერის მმართველობის დროს, მეშახტეთა გაფიცვის ფონზე. ფილმში მოთხრობილია ლონდონში მცხოვრებ ლგბტ ადამიანებზე, რომლებიც გადაწყვეტენ, შეაგროვონ თანხა გაფიცული მეშახტების ოჯახების დახმარებისთვის.

 

“ნეტგაზეთის” ფოტო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები