LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაბიჯები, რომელსაც რუსეთი და თურქეთი ერთობლივად გადადგამენ რეგიონის ბედს შეცვლის”

30

„ნაბიჯები. რომელსაც რუსეთი და თურქეთი ერთობლივად გადადგამენ რეგიონის ბედს შეცვლის”, – განცხადება რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა. ამ წუთებში, სოჭში რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს, განსახილველ საკითხებს შორის არის სირიის კონფლიქტის თემაც.

”კარგია, რომ გვაქვს შესაძლებლობა, სამუშაო რეჟიმში განვიხილოთ ორმხრივი ურთიერთობების და საერთაშორისო დღის წესრიგის მნიშვნელოვან თემები , მათ შორის ისეთი მწვავე საკითხი როგორიც არის სირიის კონფლიქტი”. – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ორი ქვეყნის ლიდერს შორის ეს რიგით მეხუთე შეხვედრაა. ვლადიმერ პუტინსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის ბოლო შეხვედრა 10 მარტს კრემლში გაიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები