LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ თანაბრად განვითარდეს ქალაქი და სოფელი”

132

ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც ქვეყანაში გაგვაჩნია, ეს არის თანაბარი გადანაწილება იმ დოვლათის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იქმნება, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, სხვაგვარად რომ ვთქვათ – ესაა ინკლუზიური ზრდა და ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ თანაბრად განვითარდეს როგორც ქალაქი, ისე სოფელი.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბრიფინგი 2018 წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკის ზრდის წინასწარ მაჩვენებელს შეეხებოდა, რომელიც საქართველოს ეროვნულმა სამსახურმა დღეს გამოაქვეყნა. წინასწარი შეფასებით, 2018 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები